Takunaaa's avatar

Takunaaa

noone
272 Watchers11 Deviations
42.9K
Pageviews

Anybody?

1 min read
როგორღაც ისე მოხდა რომ დავგუგლე საკუთარი თავი და ამომიგდო ერთ ერთი აქაური journal entry ოღონდ უხსოვარი დროის გადმონაშთი. მერე ისე მოხდა რომ ჩავუჯექი ყველა journal entry-ს, რაც კი დამიწერია. როგორ გითხრა, ცოტა გული დამწყდა 24 საათიდან 0.7 საათი რომ მსგავსი უმაღლესი დონის იდიოტიზმის კითხვაზე დავხარჯე, თან ეს ჩემი უზერნეიმიც ისეთია, მინდა მიწაზე დავემხო და ვიტირო, მაგრამ ნურას უკაცრავად. კარგიც არის რაღაც ამ ისტორიაში. რაღაცნაირად დავეჯახე 6 წლისწინანდელ საკუთარ თავს და რომ შევადარე დღევანდელს მივხვდი რომ წასულია ჩემი საქმე, მაშასადამე ეს ის მომენტია, როცა ჭეშმარიტად ყელამდე ქაქში ვართ ჯეკ. ანუ მანევრირებაა საჭირო, ლავირება საკუთარ წარმოსახვასა და რეალობას შორის. რაც მთავარია, დედა ბუნება ჩემსკენაა და მომდევნო 2 კვირის განმავლობაში არ მომაკლებს დახუთულობასა და სიცხეს. ამბობენ, ადამიანის ტვინი 38 გრადუსის ზემოთ ტემპერატურის პირობებში 2ჯერ უფრო ეფექტურად მუშაობსო, რამდენად მართალია ვერ გეტყვი, რადგან ზუსტად 27 წამის წინ მოვიგონე მეთვითონ, თუმცა ფაქტია, რომ დამაჯერებელი ტონი (რომელიც ამ შემთხვევაში ვერ გესმის) თავის საქმეს მაინც აკეთებს. ასევე თავისას აკეთებს ღამის 4 საათიც და იმდენად ახშობს ყოველგვარ სურათს ჩემს გარშემო, რომ მხოლოდ იმ მონაკვეთს ვხედავ, რომელსაც ვწერ.

ეხლა რა მინდოდა რომ მეკითხა, ცოცხლები ვართ თუ ჩაგვახშეს?
Join the community to add your comment. Already a deviant? Log In
Featured

Anybody? by Takunaaa, journal